PP Paper
PP Paper 7.33GEL
ფირნიშები

Print-Shop.Ge

ჩვენს შესახებ

ონლაინ-მაღაზია
Print-Shop.Geწარმოადგენს კომპანია
სტამბა ქომის პროექტს. “სტამბა ქომი” არის გარე და ინტერიერული რეკლამის, ბეჭდვის, სინათლის რეკლამის, სამრეწველო და არქიტექტურული დიზაინის, ინტერიერების გაფორმების და სხვა სფეროების მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი. ჩვენ წარმოვადგენთ ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლებისაგან სარეკლამო მასალების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენს ასორტიმენტში თქვენ ნახავთ ყველა აუცილებელი სახეობის და ზომის მასალებს, რომლებიც დაგეხმარებიან, გახადოთ თქვენი პროდუქტი კლიდევ უფრო შესამჩნევი და მიმზიდველი. ეს მასალებია:

  • თვითწებვადი აპლიკაციური ფირი;
  • ფირი და ბანერული ქსოვილები ტრაფარეტული, სოლვენტური, ეკოსოლვენტური ბეჭდვისთვის და აბრეშუმის გრაფიკისთვის;
  • ფურცლოვანი მასალები და პლასტიკები (ორგმინა, პოლივინილქლორიდი, პოლიკარბონატი, პოლიეთილენტერეფტალატი, ალუმინის კომპოზიტური პანელებიდა ა.შ.);
  • სინათლის ტექნიკა და სინათლის დიოდები;
  • თვითწებვადი ლენტები, წებოები და ინსტრუმენტები;
  • მობილური სტენდები და მასალები indoor და outdoor - რეკლამისთვის.

კომპანიის ისტორია:

კომპანიასტამბა ქომიდაფუძნებული იყო 2005 წელს. ჩვენ 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორებისთვის, ჩვენ ერთად განვვითარდით და გავმყარდით სარეკლამო მასალების ბაზარზე. თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდან კომპანია მუშაობს როგორც რეკლამის, დიზაინის და მშენებლობის მასალების  პროფესიონალური და საიმედო მომწოდებელი.თანდათან, ქართულ ბაზარზე თავისი წარმოდგენილობისზრდის გზით, კომპანიამ გახსნა რამოდენიმე ფილიალი, რაც იძლევა კლიენტებზე პროდუქციის უფრო სწრაფი მიწოდების საშუალებას. ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის ჩვენ ვავითარებთ  სადილერო ქსელს საქართველოს რეგიონებში.


ჩვენი კლიენტები იზრდებიან ჩვენთან ერთად:

კომპანია “სტამბა ქომი”-ს ურთიერთობები კლიენტებთან დაფუძნებულია ხანგრძლივ, ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე, თავისი ვალდებულებების ზუსტად შესრულების პრინციპებზე.

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს:

  • ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული საქონლის ფართო ასორტიმენტს;
  • გამოცდილი სპეციალისტების პროფესიონალური კონსულტაციები თითოეულ პროდუქტზე;
  • ინდივიდუალური ფასდაკლებების მოქნილ სისტემას;
  • ოპერატიული მომსახურება
  • საწყობში მასალის მუდმივ არსებობას;
  • დამატებით მომსახურებას, ისეთს, როგორიც არის ჭრა, ღარვა, ლაზერული გრავირება და ა.შ.

ჩვენი პარტნიორები:

ცნობილ გერმანულ, თურქულ და ჩინურ მწარმოებლებთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს ყველაზე მოთხოვნადი საქონელი და საუკეთესო ბრენდები.

დღეს-დღეობით ჩვენი კომპანია წარმოადგენს ცნობილი მწარმოებლების ოფიციალურ დილერს და ქართულ ბაზარზე გთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორიც არის Oracal, Orajet, Frimpeks, Policam, IsikPlastik, InkWin, JM MVWell, ColorWay, Plastech, Sedef Paper და ა.შ. 
 

თავისი სავაჭრო ნიშნები:

კომპანია სტამბა ქომიქართულ ბაზარზე წარმოადგენსთავის სავაჭრო ნიშნებს:

  • ორგანული მინა Policam;
  • ფურცლოვანი პვქ-პლასტიკი Plastech;
  • სინათლის დიოდის ლენტები და მოდულები Epistar და Samsung;
  • საბეჭდი მასალები Frimpeks, Orajet;
  • ეკოსოლვენტური საღებავები Ink-Win;
  • აბრეშუმის გრაფიკის მასალები ColorWay
    და ა.შ.

ჩვენი კომპანიის საფასო პოლიტიკა არის საკმაოდ ზომიერი - ფასი-ხარისხის ოპტიმალური შეფარდება.

კონკურენტებისაგან განსხვავებით ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ საკმაოდ დაბალი ფასები, პროდუქციის ხარისხის შემცირების გარეშე

 

გადახდა და მიწოდება

თბილისის ფარგლებში უფასო მიწოდების პირობები
:
იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად შეძენილი მასალების ღირებულება გადააჭარბებს 300 ლარს, სპეციალურად ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ უფასო მიწოდებას თბილისის ფარგლებში.


თბილისის ფარგლებში ფასიანი მიწოდების პირობები:
300 ლარზე ნაკლები ღირებულების მასალების შეძენისას თბილისის ფარგლებში მიწოდების ღირებულება შეადგენს 10 ლარს.
მიწოდება შესაძლებელია როგორც სამუშაო, ასევე უქმე დღეებში.

გადახდის პირობები და ვადები:
მიწოდების გადახდა შესაძლებელია როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ერთ-ერთ ჩვენს ოფისში. გადახდა ხორციელდება ლარში.
შეკვეთის გაფორმებისას 14-00 საათამდე მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს 18-00 საათამდე.
შეკვეთის გაფორმებისას 14-00 საათის შემდეგ მიწოდება ხორციელდება მომდევნო დღეს 14-00 საათამდე.

მიწოდების სასწრაფო მომსახურება შეკვეთის დღეს (2 საათის განმავლობაში) ხელმისაწვდომია შეკვეთის განთავსებისას 12.00 საათამდე და ხორციელდება ქალაქ თბილისის ფარგლებში. მიწოდების ღირებულება შეადგენს 20 ლარს.
სასწრაფო მიწოდების მომსახურება ხელმისაწვდომია მთავარ ოფისში.
მსხვილგაბარიტიანი მასალის მიწოდების განხილვა და გადახდა ხორციელდება ინდივიდუალურად.

შეკვეთის საფასურის გადახდის შემდეგ განაცხადი ითვლება შეთანხმებულად და მიღებულად შესრულებაზე. 

ორგანიზაციიდან განაცხადის შედეგად საქონლის მიღებისას დამკვეთის წარმომადგენელი ვალდებულია იქონიოს მინდობილობა.
დამატებითი მომსახურების გადახდა, ისეთის, როგორიც არის ჭრა, ღარვა, ლაზერული გრავირება და სხვა, დამკვეთის სპეციალური ზომებით, ხორციელდება კომპანიის ოფისებში.
სათანადო ხარისხის მეტრაჟული საქონელი განაცხადის შესაბამისად არ ექვემდებარება დაბრუნებას!

საქონლის მიწოდება სხვა ქალაქში:
საქონლის მიწოდება სხვა ქალაქში ხორციელდება მენეჯერთან შეთანხმებით განაცხადის განთავსებისას. აირჩიეთ თქვენი რეგიონი, და ჩვენ დაგითვლით თქვენთვის მიწოდების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს. დამატებით ხელმისაწვდომია მყიდველის სატრანსპორტო კომპანიის საშუალებით მიწოდება.