PET Backlit Film
PET Backlit Film 13.26GEL
ფირნიშები

ორგმინა - აკრილი

ორგანული მინა

ორგანული მინა მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლასტიკს, რომელიც გამოიყენება შიდა ნათების მქონე სარეკლამო აბრების დასამზადებლად.

ორგანული მინა წარმოადგენს გამჭვირვალე, სინათლის გამაბნეველ ან სინათლის გაუმტარ ფურცლებს 1.0 მმ - 24.0 მმ სისქის პრიალა ზედაპირით. გამჭვირვალე ორგანულ მინას გააჩნია მაქსიმალური სინათლის გამტარიანობის უნარი, ის ატარებს ულტრაიისფერ სხივებს, არ არის მგრძნობიარე მათი ზემოქმედების მიმართ. მათი შეღებვა შესაძლებელია „მასობრივად“, ამასთან ერთად, დღეს-დღეობით გამოშვებული ფურცლების შესაძლო ფერადი გამა თითქმის არ არის შეზღუდული. აკრილის მინის ფურცლის ერთი მხარე შეიძლება იყოს ღარული  („დამტვრეული ყინული“, წვრილი და მსხვილი „პრიზმატული“  ღარვა, „წვეთი“ და სხვ.) ან გააჩნდეს ათინათის საწინააღმდეგო დამუშავება. ორგანული მინა მდგრადია ნებისმიერი ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ და გამოიყენება როგორც შენობებში, ასევე ღია ჰაერზე.

acryl clear 01

ორგანული მინის ნაკლს წარმოადგენს მისი ადვილი აალებადობა.

შესაძლებელია ორგანული მინის დაწებება, ხერხვა, ბურღვა, თერმული დაყალიბება, მოღუნვა ცივ მდგომარეობაში. ის უფრო მსუბუქია და 8-ჯერ უფრო მდგრადია, ვიდრე  სილიკატური, არის უფრო ხანგრძლივი გამოყენების, ბევრად მოსახერხებელია დამუშავებაში და გააჩნია უფრო მაღალი ოპტიკური თვისებები ჩვეულებრივ მინასთან შედარებით.

ჩვენ გთავაზობთ სხმულ და საექსტრუზიო ორგანულ მინას „POLICAM®, რომელიც წარმოებულია თურქეთში. მიუხედავად საერთო ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებისა, სხმული და საექსტრუზიო მინა განსხვავდებიან ერთმანეთისგან. საექსტრუზიო ხერხით წარმოებული ფურცლების სიგრძე არ არის შეზღუდული ტექნოლოგიური პროცესით, ანუ შესაძლებელია 4, 6, 12 მ სიგრძის ფურცლების მიღება, მაგრამ ასეთი ფურცლების ტრანსპორტირების პრობლემების გამო საექსტრუზიო ორგანული მინის სტანდარტული ზომა პლასტიკის ბაზარზე მაინც არ აღემატება 2050 x 3050 მმ-ს. სხმულ ორგანულ მინას გააჩნია სისქის უფრო ფართო დიაპაზონი- 1,5 მმ-დან 20 მმ-მდე. ის უფრო მდგრადია დარტყმების მიმართ, უფრო კარგად ხორციელდება მისი გაპრიალება და მისი დაყალიბების პროცესი წუნდაუდებელია. საექსტრუზიო მინის უპირატესობას მიეკუთვნება ფურცლების სისქის სტაბილურობა, რომლის დაშვება არ აღემატება 5%-ს, მაშინ როცა სხმული ორგანული მინის ფურცლების ნაირსისქიანობა შეიძლება აღწევდეს 30%-ს. ამგვარად, სხმული ან საექსტრუზიო ორგანული მინის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნაწარმის დასამზადებლად თქვენ აპირებთ მის გამოყენებას.

acryl clear 02

თვისებები და ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმსუბუქე. ორგანული მინის სიმკვრივე არის 1,19 გ/სმ³ სხვა მასალებთან შედარებით: ჩვეულებრივ მინაზე 2.5-ჯერ უფრო მსუბუქია, კომპაქტურ პოლივინილქლორიდზე 17%-ით უფრო მსუბუქია და 7%-ით უფრო მსუბუქია პოლიეთერულ მინებზე. ორგანული მინის წონა უდრის პოლიკარბონატის წონას და 15%-ით უფრო მძიმეა პოლისტიროლზე;
  • მდგრადობა ტენის მიმართ (გამოიყენება იახტების შემინვისას, აკვარიუმების წარმოებისთვის);
  • მდგრადობა დარტყმების მიმართ;
  • ორგანული მინა არის ადვილად აალებადი მასალა, მაგრამ წვისას იმდენად სახიფათო არ არის, როგორც დანარჩენი აალებადი პლასტიკები, რადგან არ გამოყოფს არანაირ შხამიან აირს. აალების ტემპერატურა 460-635 °C;
  • კარგი დიელექტრიკული თვისებები;
  • ყინვაგამძლეობა. ორგანულ მინას „არ ეშინია“ 40-გრადუსიანი ყინვის;
  • ორგანული მინა ატარებს ულტრაიისფერი სხივების 73%-ს. ამასთან ერთად, აკრილის მინას გააჩნია კარგი შუქმედეგობა (ულტრაიისფერი სხივები არ იწვევენ ამ პლასტიკის გაყვითლებას ან დეგრადაციას);
  • აკრილის მინა მდგრადია ქალაქის ჰაერსა და ზღვის სანაპიროების ჰაერში არსებული სხვადასხვა აირების ზემოქმედების მიმართ. ის აგრეთვე მდგრადია ტენის, ბაქტერიების და მიკროორგანიზმების ზემოქმედების მიმართ, გააჩნია მაღალი ქიმიური მდგრადობა არაორგანული ნივთიერებების, მარილების და მათი ხსნარების მიმართ. ორგანული ნივთიერებები (ნახშირწყალბადების წარმოებულები, კეტონები, ეთერები) წარმოადგენენ ორგანული მინისთვის ძლიერ გამხსნელებს;
  • აკრილის მინის დარბილების ტემპერატურა (მწარმოებლისა და ბრენდისგან გამომდინარე მერყეობს 90-110 °C ფარგლებში , მისი გამოყენების მაქსიმალური ტემპერატურა შეესაბამება 80-100 °C;
  • აკრილის მინა ადვილად იღუნება „ცივი ხერხით“ (გაცხელების გარეშე);
  • აკრილის მინა არის თერმოპლასტიური მასალა, ესე იგი მას გააჩნია უნარი  გაცხელებისას დარბილდეს და გაცივებისას შეინარჩუნოს მისთვის მიცემული ფორმა. სხმული აკრილის მინა შესანიშნავად ყალიბდება, რაც იძლევა საშუალებას მისგან დამზადდეს სხვადასხვა დანიშნულების მოცულობითი ნაწარმი, მათ შორის ექსკლუზიური ბარელიეფური და სრულმოცულობიანი მანათებელი სარეკლამო პროდუქცია.
  • გამჭვირვალე აკრილის მინა ატარებს ხილული სინათლის 93%-მდე- უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა  პოლიმერული მასალა;
  • „მქრქალი“ ორგანული მინის სინათლის გამტარიანობა შეიძლება მერყეობდეს 20%-დან (ანუ თითქმის „გაუვალი“) 75%-მდე (ნახევრადგამჭვირვალე). 50-75% სინათლის გამტარიანობის მქონე ფურცლები, მაგალითად, გამოიყენება სანათების წარმოებისთვის. შიდა ნათების მქონე სარეკლამო ნაწარმის წარმოებისთვის სინათლის გამტარიანობის ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს 25-30%;
  • აკრილის მინა არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც არ წარმოქმნის არანაირ ტოქსიკურ ნივთიერებას და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ის შეიძლება გამოყენებული იყოს ქუჩაში და შენობებში, მათ შორის საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებებში. ორგანული მინა შეიძლება მთლიანად გამოყენებული იყოს ხელახლა მისი დამუშავების შემდეგ;
  • აკრილის მინის დამუშავება- დაჭრა, ბურღვა, დაწებება- ადვილია, შესაძლებელია მისი მოღუნვა და დაყალიბება, გაპრიალება და ღარვა, შეღებვა და გრავირება, მას გააჩნია შესანიშნავი შეჭიდულობა თვითწებვადი ვინილის ფირების ყველა სახეობასთან;
  • როგორც წესი, მწარმოებლები იძლევიან ორგანული მინის ყველა თვისების შენახვის 10-წლიან გარანტიას.

acryl clear 10

 ასორტიმენტი:

  • ფურცლების სისქე: 1,5 მმ-დან 20 მმ-მდე;
  • ფურცლის ზომა: ძირითადად 2050x3050 მმ, შესაძლებელია სხვა ზომების შეკვეთა;

გამოყენება:

ყველა ზემოთ ნახსენები თვისება იძლევა ორგანული მინის გამოყენების შესაძლებლობას სხვადასხვანაირ სფეროში:

  • მშენებლობაში, სავაჭრო და გამოფენითი პავილიონების, ფანჯრების, გუმბათების, კარების, აივნების, ვერანდების, ქვეითთა გადასასვლელების და ავტობუსების გაჩერებების  შემინვისას;
  • შიდა არქიტექტურაში კიბეების კონსტრუქციების, პარაპეტების, მოაჯირეების, ფანჯრის რაფების, თაროების, ვიტრინების, აკვარიუმების, ტიხრების და ინტერიერის სხვა ელემენტების დასამზადებლად;
  • ბაღის მშენებლობაში სინათლის გამტარი სახურავის კონსტრუქციებად სათბურების, კვალსათბურებისა დაორანჟერეებისთვის;
  • სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარმის დასამზადებლად: სანათების პლაფონები, ავეჯი, აკრილის აბაზანები და ნიჟარები, სხვადასხვა დამცავი მოწყობილობები, სამედიცინო ხელსაწყოები და აღჭურვილობა;
  • გარე რეკლამაში ლაითბოქსების, მაჩვენებლებისა და აბრების დამზადებისთვის.  
acryl clear 04            acryl clear 05
acryl clear 06            acryl clear 03 

ორგანული მინის სისქე - როგორ შევარჩიოთ ორგანული მინის სისქე კონსტრუქციისა ან ნაწარმისთვის?

გთავაზობთ ორგანული მინის სისქის შერჩევის რჩევებს ორგანული მინის ელემენტების მქონე ნაწარმის ან კონსტრუქციების დამზადებისთვის.
ორგანული მინა 1,5მმ - სტანდარტული 2050 x 3050 ზომის ფურცლის წონა არის დაახლოებით 11,2 კგ. ასეთი სისქის ორგანული მინა, როგორც წესი, გამოიყენება სხვადასხვა სარეკლამო სადგარის, ფასმაჩვენებლების დამჭერების, ბუკლეტების სტენდებისა და სავიზიტო ბარათების ჩასადებების დასამზადებლად, რომელთა მხარე არ აღემატება 200 მმ. 1,5 მმ სისქის ორგანული მინა ძალიან მოქნილია და კარგად ექვემდებარება დაყალიბებასა და დამუშავებას.

ორგანული მინა 2 მმ - სტანდარტული ზომის ორგანული მინის ფურცლის წონა არის 13,4 კგ, ასეთი სისქის ორგანული მინა აგრეთვე გამოიყენება სარეკლამო სადგარების, ჯიბეების და საჭვრეტელების დასამზადებლად. 2მმ სისქის ორგანული მინა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ფოტოსურათებისა და ნახატების დამცავი ეკრანი.
ორგანული მინა 3 მმ - 2050 x 3050  ზომის ფურცლოვანი აკრილის წონა არის 22,3 კგ, ასეთი სისქის ორგანული მინა გამოიყენება საჭვრეტელებისა და დამცავი ეკრანების დასამზადებლად, გამოიყენება გამჭვირვალე კონსტრუქციების დასამზადებლად, რომელთა მხარე არ აღემატება 600მმ. 3მმ რძისფერ ორგანულ მინას იყენებენ ლაითბოქსებისა და მანათებელი აბრების დამზადებისთვის. 3მმ გამჭვირვალე ორგანული მინა გამოიყენება პატარა ზომის ფანჯრების შემინვისთვის, ავტომობილის გვერდითი სარკეების, მოტოციკლისა და მოპედის წინა საქარე მინის შესაცვლელად. გამჭვირვალე და რძისფერი ორგანული მინის ფირფიტები ჭერისთვის.
ორგანული მინა 4 მმ - სტანდარტული ფურცელი იწონის 29,8 კგ-ს. ფერად და გამჭვირვალე ორგანულ მინას იყენებენ აბრებისა და მაჩვენებლების, ორგანული მინის სადგარების და კონსტრუქციების დასამზადებლად, რომელთა ერთი მხარე მეტია 800 მმ-ზე. ორგანული მინა შეიძლება გამოყენებული იყოს პატარა თაროების და ტიხრების დასამზადებლად, ფანჯრების შემინვისთვის და საავტომობილო მინისშესაცვლელად. მოტოციკლის ან მოტოროლერის მინის ალტერნატივა შეიძლება გახდეს 4 მმ-იანი ორგანული მინა.
ორგანული მინა 5 მმ - წონა 37,2 კგ. 5მმ სისქის აკრილის ფურცლები გამოიყენება გამჭვირვალე კონსტრუქციების დასამზადებლად, რომელთა ერთი მხარე არ აღემატება 1 მ-ს. ის შეიძლება გამოყენებული იყოს ვიტრინების დამცავ ეკრანებად, ნავის ან კატერის, კომბაინის ან ტრაქტორის საქარე მინის შესაცვლელად. 5 მმ ორგანული მინა გამოგვადგება რთული დიზაინერული კონსტრუქციების დასამზადებლად.
ფურცლოვანი აკრილი არ ზღუდავს თქვენს ფანტაზიას და შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი, ყველაზე რთული გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვისაც კი.
ორგანული მინა 6 მმ - აკრილის ფურცლის წონა არის 44,6 კგ. ორგანული მინა გამოიყენება საწარმოო და სამრეწველო სათავსოების შემინვისთვის, შეიძლება გამოყენებული იყოს მოწყობილობების, ნიღბების, ჩაფხუტების დამცავი ეკრანებისთვის. 6 მმ ორგანული მინით შეიძლება თვითმფრინავების და კატერების შემინვა, აგრეთვე მოწყობილობების კორპუსებისა და საჭვრეტელების დამზადება.
8 მმ ორგანული მინა - 8 მმ სისქის 2050 x 3050 მმ ზომის მქონე ორგანული მინის ფურცელი იწონის 59,5 კგ-ს. 8 მმ სისქის ორგანული მინისგან შეიძლება დამზადდეს აკრილაითები (ორგანული მინის ფირფიტები გრავირებით და ნათებით), ლოგოტიპები, ასოები, შესასვლელი ჯგუფებისა და მისაღებების ფირფიტები, შეიძლება გამოყენებული იყოს იახტების, კატერების, ვაგონების, თვითმფირნავების და ვერტმფრენების შემინვისთვის.
10 მმ ორგანული მინა - ორგანული მინის ფურცლის წონა არის 74,4 კგ. ათი მილიმეტრი სისქის მქონე ფურცლისგან შეიძლება დამზადდეს აკრილაითები, ჯილდოები, შეიძლება დამზადდეს ორგანული მინის სხვადასხვა ავეჯი კლუბების, ბინების, ოფისებისა და კაფეებისთვის, მაგიდის რეკლამა- საპრეზენტაციო სტენდები და  რთული ფორმის მქონე სადგარები, აგრეთვე ინტერიერის დიზაინი ჩაშენებული აკვარიუმების ელემენტებით. 10 მმ ორგანული მინა გამოიყენება კალათბურთის ფარების, მოწყობილობების დამცავი ეკრანების დასამზადებლად.
15 მმ ორგანული მინა - ფურცლის ზომა არის 2050 x 3050 მმ, წონა - 99,3 კგ. აქვს გამოყენების ფართო სფერო: შემოღობვები, ტიხრები, აკვარიუმები, შემინვა, ავეჯი, დემონსტრაციული კონსტრუქციები, გამჭვირვალე კიბეები, სტენდები, სცენები და საფეხურები.
20 მმ ორგანული მინა - წონა არის 148,80 კგ. გამოიყენება ავეჯის, ინტერიერის ელემენტების, კიბეების, აკვარიუმების, ჩარდახების, აუზების პავილიონების დასამზადებლად, სპორტულ და სანახაობით ობიექტებზე როგორც დამცავი ეკრანები.
ორგანული მინა არის პოპულარული პოლიმერული მასალა, რომელიც წარმოდგენილია გამჭვირვალე თერმოპლასტიური პლასტიკის სახით. მსგავსი ნაწარმის უმეტესობისგან განსხვავებით, აკრილის მინა ითავსებს ჩვეულებრივი მინისა და თანამედროვე პლასტიკის ყველა საუკეთესო თვისებას, რაც უზრუნველყოფს მის ასეთ წარმატებას მომხმარებლებში.
acryl clear 09

გამჭვირვალე პლასტიკის ყველა უპირატესობას შორის უნდა აღინიშნოს მისი მცირე მასა, სინათლის გამტარიანობის მაღალი დონე, ნებისმიერი გარე ზემოქმედების მიმართ მაღალი მდგრადობა და, აგრეთვე, ხელმისაწვდომი ფასი. სწორად ამიტომ, საკმაოდ ხშირად, ორგანული მინისგან მზადდება POS-მასალები და სხვა დღეს-დღეობით მოთხოვნადი ნაწარმი.

თუ თქვენ დაინტერესებულები ხართ სერტიფიცირებული, ხარისხიანი ფერადი ან გამჭვირვალე მინით, შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ ეს პროდუქცია ჩვენთან. ჩვენი მაღაზია „PRINT-SHOP.GE” ყოველთვის მზად არის უზრუნველყოს თავისი კლიენტები მხოლოდ ყველაზე მაღალხარისხიანი პოლიმერული პროდუქციით საუკეთესო უცხოური მწარმოებლებისგან. ჩვენს საიტზე თქვენ გელოდებათ მხოლოდ საუკეთესო თანამედროვე ორგანული მინა, რომლის ფასსაც შეუძლია სასიამოვნოდ გაგაოცოთ.

რითაც უნდა იყოთ დაკავებული: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სავაჭრო და გამოფენითი აღჭურვილობა, რეკლამა, ინტერიერების გაფორმება და მრავალი სხვა - ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავ ორგანულ მინას ნებისმიერი მიზნებისთვის! 

acryl clear 07

ჩვენ აგრეთვე ვახორციელებთ დამკვეთის მიერ მოწოდებული ზომების მიხედვით ორგანული მინის ტექნიკურ ან ლაზერულ ჭრას. ამ ოპერაციის ყველა დეტალი თანხმდება მენეჯერთან შეკვეთის დროს. 

საკონტაქტო ინფორმაცია: Print-Shop.Ge