ფირნიშები

საჭრელი პლოტერი / Teneth TH-1300L


2 990.00GEL
მითითებულია ერთი ცალის ფასი

მაღაზია "Print-Shop.Ge" უკეთებს სპეციალურ შემოთავაზებას Teneth საჭრელი პლოტერების მყიდველებს!
ჩვენთან საჭრელი პლოტერის შეძენისას თქვენ მიიღებთ საჩუქრად საფირმო სახარჯ მასალებს, კერძოდ: სამანქანო თვითწებვადი ფირის რულონი!

რულონური, საჭრელი პლოტერი Teneth TH-1300L- არის პლოტერების ახალი თაობა RedDotSensor-ს ფუნქციით.
TH-1300L გამოიყენება თვითწებვადი ფირისგან გრაფიკის შესაქმნელად, აგრეთვე საბეჭდი მასალის კონტურული ჭრისთვის პროფესიონალურ დონეზე.
Teneth TH-1300L-ს გააჩნია მაღალხარისხიანი ტექნიკური მახასიათებლები და რიგი უპირატესობებისა სხვა ანალოგიურ მოწყობილობებთან შედარებით.
ძირითად განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ფერადი სენსორული დისპლეის არსებობა. ყველა ფუნქციის მართვა შესაძლებელია როგორც სენსორული ეკრანის, აგრეთვე კლავიატურის მეშვეობით. აწყობის მაღალი ხარისხი და ელემენტების საიმედოობა იძლევა მუშაობის ხანგრძლივობის გარანტიას.
ძრავების მართვის გაუმჯობესებული ალგორითმი უზრუნველყოფს პოზიციონირების მაღალ სიზუსტეს და დასახული ამოცანების შესრულების მაღალ ხარისხს. პლოტერის ჩართვის ხერხების მრავალფეროვნება დააკმაყოფილებს ნებისმიერ მომხმარებელს.

CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 01 CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 02
CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 03 CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 04
CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 05 CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 06
CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 07 CUTTING PLOTTER - TENETH-TH1300L 08
ძირითადი უპირატესობები:
  • მდგრადი და ელეგანტური ალუმინის კორპუსი;
  • ინფრაწითელი გადამწოდი კონტურული ჭრისთვის;
  • ოპტიმალური და სტაბილური სიჩქარე;
  • ზუსტი და აკურატული ჭრა;
  • განაჭრის დაწყების ლაზერული მაჩვენებელი;
  • ლიცენზიური პროგრამული უზრუნველყოფა;
  • მართვის შესაძლებლობა როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, აგრეთვე სენსორული ეკრანიდან.

პარამეტრები:

მოდელი: TH1300L
მართვა: 32-ბიტიანი პროცესორი ARM-7, ოპერატიული მეხსიერება : 4 მბ, მაღალსიჩქარიანი ქეშ-მეხსიერება
მართვის პანელი: 11-ღილაკიანი
დისპლეი: ფერადი, 2,4 “ სენსორული პანელი, 1000 dpi
ამძრავის ტიპი: მიკრობიჯური, გაძლიერებული
ჩასატვირთი მასალის სიგანე: 1300 სმ
ჭრის მაქსიმალური სიგანე: 1205 სმ
ჭრის სიჩქარე: 500 მმ/
დანის დაწოლის სიმძიმე: 0 - 500 გრამი
მექანიკური სიზუსტე: 0,025 მმ
განმეორების სიზუსტე: 0,025 მმ
დანის დამჭერი: RollandType
კომანდების ფორმატი: DM-PL, HP-GL
ოპერატიული სისტემა: WindowsXP, WindowsVista, Windows 7
ინტერფეისი: USB, SD – ბარათი, COM პორტი
დამატებითი ოპციები: კონტურული ჭრა დაბეჭდილ მასალაზეRedDotSensor”.
პროგრამული უზრუნველყოფა: Flexi 10
კვება: 200 – 230 V, 50-60 Hz, 25-200 W
სამუშაო ტემპერატურა: 0 – 35 °С
წონა: 22 კგ
ზომა: 1480x260x300
ინტერფეისი: ინგლისური
კომპლექტაცია: საჭრელი პლოტერი, საფირმო ალუმინის სტენდი, COM და USB კაბელი, ქსელის კაბელი, დანის დამჭერი, ღეროს დამჭერი, ფლუგერული დანა - 3 (ალესვის კუთხე 45 გრადუსი); ღერო ბურთულოვანი, ინსტრუქცია CD-ზე, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა “Flexi 10.
სამუშაო მასალა: ნებისმიერი სარეკლამო თვითწებვადი ფირები "Oracal", "Oralite", “Oraguard”, “Orajet”-ს ტიპის , თერმოტრანსფერული ფირები ფლექს, ფლოკ და ასე შემდეგ, მასალის მაქსმიალური სისქე - 1 მმ
გამოყენება: სარეკლამო ინდუსტრიაში ფართო გამოყენება ბუტიკების, ვიტრინების, ავტოტრანსპორტის და მსგავსის გასაფორმებლად.
შეფუთვა: სტანდარტული გოფრირებული შეფუთვა,
                     1600x350x400, 35 კგ
გარანტია: 1 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ხელმისაწვდომ ფასთან ერთად საშუალებას აძლევს ასეთი ტიპის აღჭურვილობის მფლობელს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს უფრო ძვირადღირებული პლოტერების მფლობელებს დამატებითი ფინანსური დანახარჯების გარეშე.