PP Paper
PP Paper 6.82GEL
ფირნიშები

თვითწებვადი ფირი


თვითწებვადი ფირები

თვითწებვადი ფირები გამოიყენება სხვადასხვა სარეკლამო ობიექტების წარმოებისას. ფირი რეკლამაში არის ყველაფრის საფუძველი. ფერადი და გამჭვირვალე, პრიალა და მქრქალი ფირები, ფირები მინის სილაჭავრული დამუშავების ეფექტით, ტრანსლუცენტური,  ვიტრაჟული, მეტალიზირებული, ჰოლოგრაფიული, დასაბური, სარკისებული, დამცავი, ფლუორესცენტული, დეკორატიული, შუქამრეკლი, სინათლის დამაგროვებელი ფირები და სხვა. ამ ყველაფრის შესახებ თქვენ წაიკითხავთ ჩვენს მიმოხილვით სტატიაში.

Car Wrapping Film            Frosted Window Film

 

მხოლოდ სპეციალისტებმა იციან, რომ თითქმის მთელი გარე (და არა მხოლოდ) რეკლამის თანამედროვე ინდუსტრია ემსახურება ერთ საერთო მიზანს. მიუხედავად იმისა, თუ რა პროდუქციის და მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობას აქვს ადგილი აფიშაზე, აბრასა ან ავტომობილზე, თვითონ რეკლამის მატარებელი აკეთებს...თვითწებვადი ფირების რეკლამას. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე- თითქმის ყოველ სარეკლამო კონსტრუქციაში გამოიყენება ვინილი. არის რა მსგავსი მასალების მუდმივი მომხმარებელი, რეკლამა სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ავსებს ქალაქს თავისი ხასხასა აბრებით, ვიტრინებით, ეკრანებით- ის უბრალოდ ფარავს ჭრელი ნაჭრების საბნით ყველაფერს, რაზედაც გაკვრაც შეიძლება, ხოლო თვითწებვადი ფირების საშუალებით დღეს-დღეობით ეს სავსებით შესაძლებელია.

Advertisement On The Street

 ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირზე გაკვრა, თან როცა თითოეული შემთხვევისათვის არსებობს ორიგინალური შემოწმებული გადაწყვეტილება. რაც უფრო ხარისხიანი არის თვითწებვადი ფირი, მით უფრო ხასხასა არის მისი ფერი, მით უფრო კარგად გამოიყურება ის და მით უფრო დიდ ხანს შეიძლება მისი გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოირჩევა სხვა დანარჩენისგან. მაშასადამე, არის მიზანი- რეკლამის შექმნა, არის საშუალებები- თვითწებვადი ფირები, დარჩა მხოლოდ ყველაზე ღირებულის მოძიება- ტექნოლოგიებისა და ცოდნის, რომლებიც აუცილებელია გაბედული იდეის ზღაპრულ რეკლამად გადასაქცევად. 

ყველა თვითწებვადი ფირი შეიძლება დაიყოს 3 ძირითად კატეგორიად მათი საექსპლუატაციო ვადის მიხედვით. პირველი არის ეკონომ-კლასის ფირები 3 წლამდე საექსპლუატაციო ვადით, მეორე - ფირები 5-დან 7 წლამდე საექსლუატაციო ვადით და მესამე- თვითწებვადი ფირები ხანგრძლივი გამოყენების (8-10 და მეტი წელი). 

Reflective Adhesive Rolls

ფირის საექსპლუატაციო ვადა პირდაპირ დამოკიდებულია ნედლეულზე, რომლისგანაც არის წარმოებული ფირი და წარმოების ტექნოლოგიებზე. წარმოების ტექნოლოგიის მიხედვით ფირი შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად: კალანდრირებული და სხმული. კალანდრირებული ფირების მოსამზადებლად გამოიყენება როგორც მონომერული, აგრეთვე პოლიმერული პოლივინილქლორიდი (პვქ).

კალანდრირებული ფირების წარმოების ტექნოლოგია შემდეგნაირია:  ბლანტ გაცხელებულ ვინილის მასას აბრტყელებენ საჭირო სისქემდე კალანდრ-ლილვების სისტემის მეშვეობით. შემდეგ მზა ფირზე დაიტანება წებოს შრე და სილიკონიზირებული ქაღალდი-სუბსტრატი და ახვევენ რულონებად. 

Calendered Vinyl Rolls

სხმული ფირები კი, როგორც ეს სახელწოდებიდან ჩანს, იწარმოება ჩამოსხმის მეთოდით. თხევად ვინილის  მასას ასხამენ თხელი შრით სპეციალურ ქაღალდზე. პვქ-ს ქაღალდზე ჩამოსხმის შემდეგ ფირს მაინც ატარებენ კალანდრ-ლილვების სისტემაში. შემდგომ აცალკევებენ ჩამოსხმის ქაღალდს და მზა ფირზე დააქვთ წებოს შრე და სილიკონიზირებული ქაღალდი-სუბსტრატი.

 Vinyls Making Process

სხმული თვითწებვადი ფირების წარმოებისთვის გამოიყენება მხოლოდ პოლიმერული ნედლეული. მონომერული სხმული თვითწებვადი ფირები არ არსებობს!

სხმული ფირების კალანდრირებული ფირებისგან ძირითადი განსხვავება მდგომარეობს  იმაში, რომ კალანდრირებულ ფირებს გააჩნიათ ე.წ. „მეხსიერება“. ეს ფირები ყოველვის ცდილობენ დაუბრუნდნენ თავიანთ პირველად მდგომარეობას - ვინილური მასის გუნდას. ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება მაგიდაზე გაბრტყელებული ცომის შემთხვევაში, რომელიც ცდილობს დაუბრუნდეს გუნდას. სხმული ფირები კი წააგავს ბლინების ცომს- დაისხა და გამაგრდა. სწორედ ამიტომ სხმულ ფირებს არასდროს ახასიათებთ მოცულობითი ჩაჯდომა (სხმული თვითწებვადი ფირების საექსპლუატაციო ვადა შეადგენს 10-12 წელს). მცირე ჩაჯდომას (მოცულობის შემცირებას) იძლევა კალანდრირებული ფირები, წარმოებული პოლიმერული ნედლეულისგან (ფირები საექსპლუატაციო ვადით 7 წლამდე), ხოლო კალანდრირებულ თვითწებვად ფირებს, რომლებიც დამზადებულია მონომერული ნედლეულისგან, აქვთ 3 წლის საექსპლუატაციო ვადა და დროის განმავლობაში იძლევიან საკმაოდ მნიშვნელოვან ჩაჯდომას. მონომერულ კალანდრირებულ ფირებს ხშირად უწოდებენ ეკონომ-კლასის თვითწებვად ფირებს.

Cast Films            Metalized Films


ახლა კი ვეცდებით მოვახდინოთ თვითწებვადი ფირების კლასიფიკაცია მათი გამოყენების სფეროების მიხედვით:

ტრანსლუცენტური ან სინათლის გამაბნეველი თვითწებვადი ფირები - ეს ნახევრად გამჭვირვალე ფირები – გამოიყენება ლაითბოქსების, მოცულობითი ასოების და შიდა ნათების მქონე რეკლამის წარმოებისთვის. 

Translucent Films


ვიტრაჟული ფირები გამოიყენება ვიტრაჟების წარმოებისთვის. ისინი არიან აბსოლუტურად გამჭვირვალე ფირები, რომელთა დანიშნულება არის ვიტრინების, გამჭვირვალე ტიხრების, ფანჯრებისა და მინის კარების გაფორმება. ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს სინათლის გამაბნეველ ფურცლოვან მასალებზე დატანისას მანათობელ რეკლამაშიც. 

Transparent Films


დასაბური ან შუშის სილაჭავლური დამუშავებისა და შუშის გრავირების იმიტაციის ეფექტი - ფირები სასიამოვნო მქრქალი ეფექტით. ამ ფირების დანიშნულება არის ინტერიერებში მინისა და ფანჯრების დეკორატიული გაფორმება. სპეციალური მქრქალი ელფერები ქმნიან "გაყინული" ან "ამოჭმული" მინის ეფექტს, რაცა ნიჭებსმას უნიკალურ შესახედაობასდა, ამავდროულად, უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას. ანალოგიური ეფექტის მიღწევა შესაძლებელია შუშის უფროძვირფასი სილაჭავლური დამუშავებითა ნამოჭმით მჟავის საშუალებით.

Frosted Etched Window Films


ფლუორესცენტული ფირები არის ძალიან არაბუნებრივი და ხასხასა ფერის მქონე გაუმჭვირვალე ფირები. ასეთი ფირების შემადგენლობაში შედის ლუმინოფორული პიგმენტი. ფერების პალიტრა არის ძალზე შეზღუდული, ამასთან ერთად, ასეთი ფირების საექსპლუატაციო ვადა ძალიან შეზღუდულია (საუკეთესო შემთხვევაში 1 წელი). 

Fluorescent Films


მეტალიზირებული და ჰოლოგრაფიული ფირები წარმოადგენენ თავისებურ კომპოზიტურ მასალას, რომელიც შედგება ფირისა და ალუმინის შრისგან. ყველა მეტალიზირებული ფირის დატანა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სწორ ზედაპირებზე. აკრძალულია მეტალიზირებული ფირების დატანა სველი მეთოდით, რადგან მათ შემადგენლობაში შედის ალუმინის ფოლგა, რომლის ქვემოდანაც შეუძლებელია ზედმეტი    ტენის აორთქლება. 

Holographic Films


სინათლის ამრეკლავი ფირების, ანუ იმ ფირების, რომლებიც ახდენენ მათზე მოხვედრილი სინათლის არეკვლას, წარმოება ძალიან რთულია. მათ შემადგენლობაში შედის: პვქ, უწვრილესი შუშის ბურთები და ალუმინის ფოლგა. ხოლო წებოსა და სილიკონიზირებული ქაღალდის შესახებ თქვენ უკვე იცით. 

Reflective Signs


სინათლის დამაგროვებელ ან ლუმინისცენტურ თვითწებვად ფირებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ლუმინოფორი, გააჩნიათ უნარი დააგროვონ სინათლის ენერგია ბუნებრივი და ხელოვნური წყაროებიდან და შემდეგ გაანათონ სიბნელეში მოყვითალო-მომწვანო შუქით.

Luminescent Films


საბეჭდი ფირები წარმოადგენენ სპეციალურ ორშრიან მასალას, რომლის ზედა შრე იწარმოება თეთრი ან გამჭვირვალე პოლივინილქლორიდისგან და დანიშნულია საღებავებთან უშუალო კონტაქტისთვის მათზე გამოსახულების დატანისას. 

Printable Films


თვითწებვადი ფირი არის ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

თქვენ გჭირდებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი თვითწებვადი მასალები სარემონტო, დეკორატიულიან სხვა ტიპის სამუშაოს ჩატარებისთვის? ჩვენი ინტერნეტ-მაღაზია გთავაზობთ ფართო არჩევანს მოთხოვნადი და მაღალხარისხიანი:

საავტომობილო, დეკორაციული ფირების, ავეჯის თვითწებვადი ფირების, რომლებიც ახდენენ სხვადასხვა ტიპის        ნატურალური საფარის, ტყავის, შუშის სილაჭავლური დამუშავების და ა.შ. იმიტაციას;

-  წებვადი და წებოს გადამტანი ლენტების (ცალმხრივი და ორმხრივი);

-  სპეციალური ხსნარების, რომლებიც ზრდიან ზედაპირების ადჰეზიას;

- ინსტრუმენტების, რომელთა დახმარებით თქვენ სწრაფად მოახერხებთ თვითწებვადი ფირების დატანას, ზედაპირების გაწმენდას და მომზადებას მათი დატანისთვის და მრავალ სხვას;

დღეს-დღეობით არსებობს მაღალი მოთხოვნა დეკორატიულ ინტერიერულ ფირებზე დიზაინერული ჩანაფიქრების განხორციელებისას, ავეჯისა და ავტოსტაილინგისთვის. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ფირების ფართო არჩევანს როგორც ტექსტურით, აგრეთვე მის გარეშე, ნებისმიერი გემოვნების მიხედვით. დეკორატიული ფირები დაგეხმარებიან დიზაინერული გაფორმებისა და ინტერიერის დეკორირების საკითხების გადაჭრაში. აგრეთვე, დეკორატიული ფირით სარგებლობა შესაძლებელია პლოტერული დაჭრისა და ფირზე სრულფეროვანი ბეჭდვის გამოყენებით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქციამაც დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და სარგებლობს დიდი პოპულარობით მომხმარებლებში.  ჩვენი კლიენტებისთვის ყოველთვის ვარჩევთ თვითწებვადი მასალების ასორტიმენტს, რომელიც ყველაზე მეტად მისაღებია თავისი ფასითა და ხარისხით. აგრევე, ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ პროდუქციის ასორტიმენტს და აუცილებლად ვაკონტროლებთ მის ხარისხს. მოხარულები ვიქნებით, გამოსადეგი რომ ვიყოთ თქვენთვის!

თვითწებვადი ფირების დეტალური აღწერები გამოყენების სფეროების მიხედვით იხილეთ ჩვენი საიტის შესაბამის განყოფილებებში. 

© Print-Shop.Ge